ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა.
კიტონმა პოპულარობა 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – "ნათლია", "ენი ჰოლი", "სიყვარული წესების გარეშე" და "პირველი ცოლების კლუბში" შესრულებული როლებით მოიპოვა. მას კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – "ენი ჰოლი" შესრულებული როლისთვის მიენიჭა.
მსახიობის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია