"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი, დასავლეთის მიერ ოპოზიციონერებისათვის ჯილდოების გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.
მისი თქმით, ევრო-ამერიკული სტანდარტის მიხედვით, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, გვარამია პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი, მზია ამაღლობელი კი - მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი.
"ევრო-ამერიკული სტანდარტი: სააკაშვილი - დემოკრატიის შუქურა; გვარამია - პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი; ნინო ლომჯარია - ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდოს მფლობელი; მზია ამაღლობელი - მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირი; შემდეგი ალბათ ბაჩო ახალაია იქნება, წამების პრევენციის ხელშეწყობისთვის…" - წერს შაქარიშვილი.