07 აგვისტო 2026,   14:47
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება - დღეს პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოადგინეს

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოადგინეს.

სიტყვის უფლებით ისარგებლა მიქაუტაძემაც. პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს. მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები