ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრა არ იყო პირდაპირი და ხმის მიცემის უფლება საარჩევნო კოლეგიის წევრებს ჰქონდათ.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არჩევნები 14-დან 3 პროვინციაში არ ჩატარდა.
დადგენილი წესების მიხედვით, 210 კაციან საკანონმდებლო ორგანოში კოლეგიამ დეპუტატების ორი მესამედი აირჩია, ერთ მესამედს კი პრეზიდენტი ალ-შარა წარადგენს.