უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის.
ამ განცხადებით, პრემიერმა უპასუხა ბრალდებებს უკრაინის საჰაერო სივრცის უნგრეთის სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების მიერ დარღვევის შესახებ.
"უკრაინა არ ებრძვის უნგრეთს, ის ომშია რუსეთთან. მას უნდა აწუხებდეს თვითმფრინავები მის აღმოსავლეთ საზღვარზე", - თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანის თქმის, მისი მინისტრები არ იტყუებიან და მას სჯერა, რომ მათი თვითმფრინავები არსად შეფრენილა.
"მაგრამ, დავუშვათ, რომ ის იქ რამდენიმე მეტრით შეფრინდა, მერე რა? უკრაინა არ არის სუვერენული ქვეყანა, რადგან ის დასავლურ ფულზე ცხოვრობს. თუ ხვალ დილით გადახდას შევწყვეტთ, უკრაინა გაითიშება", - განაცხადა ორბანმა.