მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, "პატრიოტული საარჩევნო ბლოკის" ლიდერის, იგორ დოდონის განცხადებით, არჩევნებმა აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყნის შიგნით კიდევ ერთხელ წააგო.
დოდოდნის განმარტებით, ისინი არ ნებდებიან და დარღვევებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია ცესკო-ს სრულად მიაწოდეს.
"არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყნის შიგნით კიდევ ერთხელ წააგო. ოპოზიციამ ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ხმების 40 პროცენტზე მეტი მოიპოვა, მთავრობა ხელისუფლებაში დიასპორის მხარდაჭერით დარჩა. ჩვენ არ ვნებდებით, დარღვევებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია სრულად მივაწოდეთ ცესკო-ს. კომისია ამ დოკუმენტებს მიმდინარე კვირას შეისწავლის და თუ არ მიიღებს ამ საჩივრებს, მაშინ დადგენილი წესით ვიმოქმედებთ", - განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, "პატრიოტული საარჩევნო ბლოკის" ლიდერმა იგორ დოდონმა.