08 ივნისი 2026,   17:50
ვრცლად
ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის თაღლითურად მითვისების საქმე - აღკვეთის ღონისძიების სახით, ბიჭიკო პაიკიძეს, მისივე კომპანიის დირექტორს და კიდევ 4 პირს პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა "ბიპი ტრანსის" მფლობელ ბიჭიკო პაიკიძეს, მისივე კომპანიის დირექტორს და კიდევ 4 პირს.

ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა დაკმაყოფილდა ბრალდების შუამდგომლობა.

დაკავებულებსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი გუშინ წაუყენეს. მათ ედავებიან დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის თაღლითურად დაუფლებას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებას.

დღის ამბები