საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი დაპატიმრების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება პარიზის სასამართლომ გამოიტანა. ბრალდების ინფორმაციით, 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზიმ ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან 50 მილიონი ევრო მიიღო, რაც მას არჩევნებზე გამარჯვებაში დაეხმარა.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-იდან 2012 წლამდე იკავებდა.