საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა, მეორე კვარტალშიც განაგრძო ზრდა და ივნისის ბოლოსთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 115.6%-ს მიაღწია, რაც აბსოლუტური თვალსაზრისით რეკორდულ მაქსიმუმს - 3,416.3 მილიარდ ევროს შეადგენს.
როგორც La Depeche იუწყება, ამის შესახებ ხუთშაბათს, სტატისტიკისა და ეკონომიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INSEE) განაცხადა.
მედიის ცნობით, სახელმწიფო ვალი ზრდას განაგრძობს.
"INSEE-ს მონაცემებით, ივნისის ბოლოს სახელმწიფო ვალმა 3.4 ტრილიონ ევროს გადააჭარბა, რაც მშპ-ს 115.6%-ს შეადგენს. ეს 1.7 პროცენტული პუნქტით მეტია მარტის მაჩვენებელზე (3.345 მილიარდი ევრო, მშპ-ს 113.9%). აპრილიდან ივნისამდე ის 70.9 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ძირითადად სახელმწიფო ვალის ზრდის გამო (+64.3 მილიარდი ევრო)”,-აღნიშნულია სტატიაში.