ბრიტანეთში, ქალაქ სუინდონში საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა - ევაკუირებულია ასობით ადამიანი
25-09-2025 18:27
დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონში ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია, ევაკუირებულია ასობით ადამიანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.