19 ივნისი 2026,   17:46
ვრცლად
ამერიკული ფეხბურთის 18 წლის მოთამაშე მატჩის შემდეგ გარდაიცვალა

აშშ-ში, მისისიპიში, ამერიკული ფეხბურთის 8 წლის მოთამაშე, მატჩის შემდეგ გარდაიცვალა. კოლეჯის ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი "სამედიცინო გართულებებს“ უკავშირდება. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მისისიპი დელტას სათემო კოლეჯის (MDCC) ფეხბურთელი, ემანუელ კუკსი გარდაიცვალა 18 სექტემბერს, ჰინდსის სათემო კოლეჯთან თამაშის შემდეგ. MDCC-მ კუკსის გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს განაცხადა და მის თანაკლასელებს ფსიქოლოგთან კონსულტაცია შესთავაზა.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, შეექმნა თუ არა კუკსს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა თამაშის დროს.

დღის ამბები