19 ივნისი 2026,   09:39
ვრცლად
გვსურს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ბაზის დაბრუნება რაც შეიძლება მალე - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტს ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება სურს. ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, გააგზავნის თუ არა სამხედროებს ბაგრამის ბაზის დასაბრუნებლად?

"ჩვენ ახლა ვესაუბრებით ავღანეთს და გვსურს ამის [ბაგრამის ბაზის] დაბრუნება რაც შეიძლება მალე და თუ ისინი არ დააბრუნებენ, თქვენ გაიგებთ, რას ვიზამ მე“, – განაცხადა ტრამპმა.

იქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავღანეთმა ეს ბაზა უნდა დაუბრუნოს ამერიკას.

 

დღის ამბები