ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ პუტინს დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი მჭიდრო კავშირები.
"მადლობას გიხდით, ჩემო მეგობარო, პრეზიდენტო პუტინ, თქვენი სატელეფონო ზარისა და თბილი სურვილებისთვის ჩემს 75-ე დაბადების დღეზე. ჩვენ ვალდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა. ინდოეთი მზადაა, ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში,"- წერს სოციალურ ქსელ X-ზე ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.