19 ივნისი 2026,   20:22
ვრცლად
FBI-ის დირექტორი: მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი გამოძიებები მრავალი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობრივ დანაშაულებრივ მოქმედებებთან

შეერთებულ შტატებში ძალადობრივ დანაშაულებრივი მოქმედებების, მათ შორის ძალადობრივი პროტესტის დაფინანსების გამოსაძიებლად, ფართომასშტაბიანი კვლევა მიმდინარეობს, - აცხადებს ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი.

სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენაზე, კეშ პატელმა ჩარლი კირკის მკვლელობის გარემოებების გამოძიებაზეც ისაუბრა. თემაზე შეკითხვა რესპუბლიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა დასვა. მისი თქმით, კირკი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოკლეს, რასაც ბევრი მემარცხენე, დემოკრატი და აქტივისტი ზეიმობდა. კრუზმა FBI-ის შეფს იმ სახსრების წარმომავლობის გამოძიებისკენ მოუწოდა, რომლითაც, მისი თქმით, მათი ძალადობრივი პროტესტი ფინანსდება.

"როგორც ყოველთვის ვამბობდი, სენატორო, ფული არ ტყუის და ჩვენ ფულს მივყვებით. სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ კანონიერ პროცედურებს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან კრიმინალურ საქმიანობაში. რადგან ფული საიდანღაც უნდა მოდიოდეს და ამას ვინმე უნდა აფინანსებდეს. ამჟამად, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი გამოძიებები მრავალი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობრივ დანაშაულებრივ მოქმედებებთან," - აცხადებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კეშ პატელი.

დღის ამბები