ჩილეში, 25 წლის იტალიელი მოთხილამურე, მატეო ფრანცოზო ვარჯიშის დროს მიღებული ტვინის ტრავმის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS) განაცხადა, რომ მოთხილამურემ ტვინის ტრავმა სანტიაგოს მახლობლად, ლა პარვას ფერდობზე მიიღო.
ფრანცოზომ მსოფლიო თასის 17 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2023 წლის იანვარში აჩვენა, როდესაც კორტინა დამპეცოში სუპერ-G სლალომში 28-ე ადგილი დაიკავა. იმავე წელს, მან მოიგო იტალიის ალპური სათხილამურო ჩემპიონატი კომბინირებულ რბოლაში. ბოლოს, მსოფლიო თასზე მარტში იასპარეზა.