25 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას

ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას,  -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.

"ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ. ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას. ფოთის პორტის შესახებ ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები