რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ ეცდებიან, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით, ევროპარლამენტის ჯგუფები უახლოეს პერიოდში გამოვლენ და კენჭისყრა, შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის კენჭისყრაზე დასაყენებლად, სულ მცირე, 72 ევროდეპუტატის თანხმობაა საჭირო.
ზაფხულში ანალოგიური მოთხოვნა ულტრამემარჯვენეებს ჰქონდათ, თუმცა კენჭისყრაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა.