19 ივნისი 2026,   09:42
ვრცლად
ლვოვში, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს

ქალაქ ლვოვში, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს. პარლამენტის მოქმედ წევრსა და მე-8 მოწვევის პარლამენტის სპიკერს 5-ჯერ ესროლეს. პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველები დამნაშავის ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად მუშაობენ. პარუბის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა მკვლელობის გარემოებების შესახებ ცნობები მიაწოდეს.

დღის ამბები