რაჭაში "გემოფესტი" დღეს იწყება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ორ დღიანი კულინარიული ფესტივალი ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე იმართება.
მასში მონაწილეობას ადგილობრივი მზარეულები იღებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ სტუმრებს როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები წარუდგინონ.