25 აგვისტო 2026,   02:35
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდები - უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება 31704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, დაფინანსება კი 11000-ზე მეტმა მიიღო

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება 31704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, დაფინანსება კი 11000-ზე მეტმა მიიღო.

მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებული სტუდენტური წლები უსურვა. პირველ კურსელებს მიულოცა განათლების მინისტრმაც.

2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება 88 პროცენტმა მოიპოვა, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია.

სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, აუცილებელია გაიარონ შესაბამისი პროცედურები სასწავლებლებში, დათქმულ ვადებში, რათა საბოლოოდ მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.

დღის ამბები