"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზემო ჭალადიდის და გოლასკურის სოფლებში მერობის კანდიდატმა განხორციელებულ პროექტებზე და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.
ვახტანგ გადელია მოქალაქეებს სენაკის კიდევ უფრო მეტად განვითარების ხედვას აცნობს და სამომავლო გეგმებს მოსახლეობასთან ერთად სახავს.
"მოსახლეობის მიერ წარმოდგენილია ის საჭიროებები, რაც ესაჭიროება თავის სოფელს. დღეს შეხვედრაზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი იქნა რამდენიმე წინადადება, რომლის პროექტირებასაც აუცილებლად დავიწყებთ და უახლოეს პერიოდში იქნება შესრულებული," - აცხადებს ვახტანგ გადელია.