19 ივნისი 2026,   09:53
ვრცლად
"უთხარით სლოვაკეთს, რომ თქვენ ჩემი დიდი მეგობარი ხართ" - ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზებულია მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერმა მილსადენებზე უკრაინის თავდასხმების შესახებ აცნობა

აშშ-ის პრეზიდენტი "ძალიან გაბრაზებულია" მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მილსადენებზე თავდასხმების შესახებ აცნობა.

დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის მიერ გაგზავნილ ოფიციალურ წერილს დაურთო მინაწერი, რომელშიც ვკითხულობთ:

"არ მომწონს ამის მოსმენა - ძალიან გაბრაზებული ვარ ამის გამო. უთხარით სლოვაკეთს, რომ თქვენ ჩემი დიდი მეგობარი ხართ", - წერს ტრამპი.

ორბანის წერილში მილსადენ "დრუჟბაზე" განხორციელებული თავდასხმის შესახებ არის საუბარი.

"ხუთი დღის წინ, ალიასკაში პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის ისტორიულ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინამ დრონებით დაბომბა რუსეთში მდებარე "დრუჟბას" ნავთობსადენი. ეს მილსადენი ამარაგებს უნგრეთსა და სლოვაკეთს - ორ ქვეყანას, რომლებსაც ნედლი ნავთობის იმპორტის სხვა საშუალება არ აქვთ. უნგრეთი უკრაინას ელექტროენერგიითა და ბენზინით ეხმარება, სანაცვლოდ კი ისინი ბომბავენ მილსადენს, რომელიც ჩვენ გვამარაგებს. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია! ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს წარმატებას მშვიდობისკენ სწრაფვაში!", - აღნიშნულია ვიქტორ ორბანის წერილში.

დღის ამბები