რუსთავში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მესხიშვილის ქუჩაზე, პირველ ეტაპზე, N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია ხდება.
განხორციელდება ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.
გათვალისწინებულია მეტალპლასტმასის ახალი ფანჯრების მოწყობა და აივნების სრული განახლებაც.
პროექტის ღირებულება 2 498 787 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბოლო ოთხ წელიწადში, რუსთავში, გამაგრება-რეაბილიტაცია 78 კორპუსს ჩაუტარდა. ამ მომენტისთვის, საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი, რუსთაველის ქუჩაზეც მიმდინარეობს.