07 აგვისტო 2026,   14:45
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი, მოადგილესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან ერთად, გლდანის, მცხეთისა და ახმეტის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ლაშა მაღრაძესთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან, ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, გლდანის, მცხეთისა და ახმეტის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.


ახალი ფილიალები მოქალაქეებს შესთავაზებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს, რაც სერვისების კიდევ უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას უზრუნველყოფს.

ჯამში, ახლადაშენებულ ფილიალებში, 130-მდე ადამიანი დასაქმდება.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 7 ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც სამინისტროს მთავარ მიზანს - სერვისების მუდმივ განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

დღის ამბები