25 აგვისტო 2026,   01:38
ვრცლად
"ევროკავშირის ნებისმიერი განცხადება ჩვენთან მიმართებაში მოიცავდა ერთადერთ რაღაცას, ევროკავშირს სურს საქართველო გრძელვადიან პარტნიორად წარმოაჩინოს" - გიორგი ჭანტურია

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი პოლიტიკური გამოხმაურების საგანია. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ევროკავშირს სურს საქართველო გრძელვადიან პარტნიორად წარმოაჩინოს. 

"კარგად დავინახეთ ევროკავშირის ლიდერების ამოცანა და მათი მიზანი რაც არის. ვაშინგტონში რატომ იყო ეს ხალხი ჩასული? იმიტომ, რომ მათ მართლა ადარდებთ გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივა ევროკავშირში. ევროკავშირის ნებისმიერ გაკეთებული განცხადება ჩვენთან მიმართებაში მოიცავდა ერთადერთ რაღაცას, ევროკავშირს სურს საქართველო გრძელვადიან პარტნიორად წარმოაჩინოს", - აცხადებს გიორგი ჭანტურია.

დიპლომატიური წარმომადგენლობა შუმანის დეკლარაციის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს სათაურით - "ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა". თანდართულია ტექსტი, სადაც წერია, რომ გაერთიანება 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა, დღეს კი - ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია, რომ ქვეყნის სწრაფვა ინტეგრაციისკენ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება.

დღის ამბები