უკრაინის ყოფილი სამხედრო მეთაური და დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი ელჩი, ვალერი ზალუჟნი, ფარულად ემზადება ზელენსკის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება. კონკერტულად, გამოცემა ukrainetoday, სტატიას, უკრაინაში მომუშავე ფრილანსერ, ამერიკელ ჟურნალისტ, კეტი ლივინსგტონის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მედიის ცნობით, ზალუჟნიმ ლონდონში შტაბ-ბინა გახსნა და პერსონალი დაიქირავა, თუმცა, ეს ფაქტი საჯაროდ ჯერ არ გამოცხადებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის გუნდში შედიან ყოფილი გენერლები, პარლამენტის წევრები, მედიის/PR ექსპერტები.