მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, რუსეთის მოქალაქეობის მქონე გიორგი როჩიკაშვილთან და დავით სპარსიაშვილთან ერთად ბიზნესს ფლობს, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
"ხალხს მოუწოდებენ, რომ ანტირუსული პროექტის მონაწილეები გახდით, მაგრამ თვითონ მშვენივრად, რუსეთთან დაკავშირებით თანამშრომლობს და ეკონომიკურ ბენეფიტებს იღებს. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა არავის არ აუკრძალია, მაგრამ როდესაც შენ მორალისტობ და ანტირუსული კამპანიის და პროექტის განხორციელება გინდა, მაშინ კეთილი უნდა ინებო და თავი შეიკავო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებისგან", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.