პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა, პარტიის ადგილობრივ აქტივთან შეხვედრა გამართა. როგორც მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.
დასახელდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში:
ბორჯომი - დავით შონია
ბორჯომი - ივანე შალუტაშვილი
ბორჯომი - მერაბ იობაშვილი
ყვიბისი - ზაქარია ციცქიშვილი
ახალდაბა - ზურაბ ბლიაძე
დვირი - ელიზავეტ კუჭუხიძე
ტბა - მამუკა ლურსმანაშვილი
ციხისჯვარი - გიორგი ბლიაძე
ბაკურიანი - ზურაბი კურტანიძე
ტაძრისი - თამაზ ჩუტკერაშვილი
ტაბაწყური - ანდრუშ ირიციანი
წაღვერი - კახაბერ თედიაშვილი
ბალანთა- არაიკ ანტონიანი.
"მმართველ პარტიას მადლობას ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის! ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ!
მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!" - წერს მამუკა გელაშვილი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზაალ გელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანტონ ობოლაშვილი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კურატორი, სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი, ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი.