აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით. ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთსა და უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.