მეორე დღეა სერბეთის ქალაქებში შეტაკებები არ წყდება. ""ფრანც პრესის"" ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მოწინააღმდეგეებს, მომხრეებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირება იყო.
დაშავებულია ათობით მოქალაქე. დაკავებულია - 37.
ქალაქ ნოვი-სადში დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობა დაარბიეს. ბელგრადში, ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეემა და მთავრობის მხარდამჭერებმა ერთ-ერთ მთავარ ბულვარზე ერთმანეთს ფეიერვერკები ესროლეს.
პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად და დაპირისპირებულების ერთმანეთისგან დასაშორებლად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.