25 აგვისტო 2026,   02:36
ვრცლად
ქვემო ქართლის რაიონის სამ მუნიციპალიტეტში, "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი მოსახლეობას მათთვის კარგად ნაცნობი კანდიდატები წარუდგინა - როგორია მათი გეგმები

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან აქტიურ შეხვედრებს მართავს. გეგმავს რომ სწორედ მოსახლეობის ჩართულობითა და გუნდის მხარდაჭერით მართოს მუნიციპალიტეტი და მარნეულს მეტი სიკეთე მოუტანოს.

გამოწვევებთან გამკლავებას მიღებული განათლებითა და სამუშაო გამოცდილებით აპირებს. დაურ ისმაილოვს საჯარო სექტორში 9 წლიანი მუშაობა მეტ თავდაჯერებას მატებს. თავდაპირველად მშობლიურ მხარეში პარლამენტის მაჟორიტარის ბიუროში მუშაობდა, შემდეგ ქვემო ქართლის გუბერნიაში, მოგვიანებით კი მარნეულის საკრებულოში. ახლა კი "ქართულიო ოცნების" გუნდთან ერთად საარჩევნო შტაბში სამომავლო გეგმებზე მუშაობს.

მას ახალგაზრდების - ახალგაზრდებს კი მისი იმედი აქვთ. დაურ ისმაილოვი მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი კანდიდატია.

"ქართული ოცნების" მერობის კიდევ ერთ კანდიდატს უცხადებს მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობა.

ზამურ ჭითანავასთვის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა მშობლიურ ბოლნისში მერობის კანდიდატად დასახელება.

თავად ადგილობრივ კანდიდატს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს. კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და უკვე იცის მერობის შემთხვევაში რა პროექტებს განახორციელებს. "ქართული ოცნების" გუნდის დაწყებული პროექტების გაგრძელებას აპირებს, თუმცა აქვს ამბიცია, რომ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს.

"ქართული ოცნების" საქმიანობას ადგილობრივები დადებითად აფასებენ და იმედი აქვთ რომ აღებულ კურსს ღირსეულად გააგრძელებს ზამირ ჭითანავაც.

ქვემო ქართლის რაიონის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მუნიციპალიტეტის პრობლემებსა და მოსახლეობის საჭიროებებს კარგად იცნობს.

სწორედ ეს შესრულებული სამუშაოები და გაწეული საქმიანობა აძლევს რწმენასთან ერთად მოტივაციას, რომ მოსახლეობის საჭიროებებსა და გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს.

ქვემო ქართლის რაიონის სამ მუნიციპალიტეტში "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი მოსახლეობას მათთვის კარგად ნაცნობი კანდიდატები წარუდგინა.

ავტორი: კესო ქაფიანიძე. 

დღის ამბები