19 ივნისი 2026,   20:23
ვრცლად
სერბეთის ქალაქებში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, მეორე დღეა, შეტაკებებია

მეორე დღეა სერბეთის ქალაქებში შეტაკებებია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები ძალოვნებს პიროტექნიკას ესვრიან, სპეცრაზმი კი ცრემლსადენ აირს და ხელკეტებს იყენებს. დაშავებულია ათობით მოქალაქე. არიან დაკავებულები.

სერბეთში სტუდენტების ორგანიზებული აქციები ცხრა თვეზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეები მოითხოვენ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის გამო, რასაც 16 ადამიანის ემსხვერპლა.

დღის ამბები