25 აგვისტო 2026,   06:33
ვრცლად
"ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, მნიშვნელოვან შეთანხმებებს სჭირდება პირისპირ საუბარი. მე შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ ევროპელ პოლიტიკოსებსაც" - ირაკლი კუპრაძე ბერლინში ვიზიტზე

"კურიერის" ინფორმაცია, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, დადასტურდა. დღეს პარტიებში, სადაც გუშინ აცხადებდნენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თქვეს, რომ კუპრაძე და სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, "ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი და "გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი გახარიამ გერმანიაში დაიბარა, რადგან პარტიები 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ის გიორგი გახარიას შეხვდა, რადგან მნიშვნელოვან შეთანხმებებს სჭირდება უშუალო შეხვედრა და პირისპირ საუბარი.

"ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი იმიტომ, რომ მნიშვნელოვან შეთანხმებებს სჭირდება უშუალო შეხვედრა, პირისპირ საუბარი. მე შევხვდი არა მხოლოდ გიორგი გახარიას, არამედ მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომლებსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე და ავიღეთ ვალდებულება, რომ საზოგადოებას შევთავაზებთ თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც სამწუხაროდ სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს. კოალიცია "ლელო - საქართველოს" და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

დღის ამბები