19 ივნისი 2026,   09:18
ვრცლად
ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 "ალ ჯაზირას" ჟურნალისტია

კვირას, გვიან ღამით, ღაზის ქალაქზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საინფორმაციო ტელეარხ "ალ ჯაზირას“ სულ მცირე ოთხი ჟურნალისტია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაბომბეს და მოკლეს "ალ ჯაზირას“ კორესპონდენტი ანას ალ-შარიფი - ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ინტენსიურად აშუქებდა ღაზაში ომს და
მას "ჰამასის" დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებდნენ, რასაც ალ-შარიფი ადრე უარყოფდა.

ტელეარხის ცნობით, დარტყმის შედეგად, ასევე დაიღუპა მოჰამედ კრეიკე, "ალ ჯაზირას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი ღაზაში, ასევე  ფოტოჟურნალისტები იბრაჰიმ ალ-ტაჰერი და მოჰამედ ნოფალი.

"ანას ალ-შარიფის - ღაზის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტის, მის კოლეგებთან ერთად მკვლელობის ბრძანება, ღაზის ოკუპაციის წინ სიტყვის
ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობაა“, - ნათქვამია "ალ ჯაზირას“ განცხადებაში, რომელიც თავდასხმის შემდეგ გავრცელდა.

დღის ამბები