19 ივნისი 2026,   09:45
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში - ათენთან ახლოს ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ, დაღუპულია სამი ადამიანი

მასშტაბური ხანძარია საბერძნეთში - უკვე მეორე დღეა, ათენთან ახლოს ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. დაღუპულია სამი ადამიანი. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 260-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. 

ხანძარია სხვა ტერიტორიებზეც, მათ შორის ტურისტულ კუნძულ კეფალონიაზე.

დღის ამბები