"დეკლარირებულად ვიცით, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასეთი ინსტრუქცია მიიღეს და, რა თქმა უნდა, უნდა შეასრულონ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.
მისი თქმით, ორი რადიკალური პარტია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვინაიდან ასეთი ინსტრუქცია აქვთ მიღებული.
"დეკლარირებულად ვიცით, რომ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიები ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასეთი ინსტრუქცია მიიღეს და, რა თქმა უნდა, უნდა შეასრულონ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ თვეების წინ ისინი აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ორი რადიკალური პარტია ჯამური კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობიდან" ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ვინაიდან, ასეთი ინსტრუქცია აქვთ მიღებული. რა თქმა უნდა, შიდა დაპირისპირებები არის ამ ოთხ პარტიას შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აბსოლუტურად ერთი და იგივე ვერტიკალიდან იმართებიან, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას სურს, ამ ოთხივე პარტიას, რომ იყოს ფავორიტი იმ გლობალური ომის პარტიის, აგენტურისთვის, ევრო ბიუროკრატებზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, და ზოგადად, დიფ სთეითისთვის, ვინაიდან, ფავორიტს აქვს უფრო მეტი დაფინანსება, ფავორიტი სარგებლობს უფრო მეტი პრივილეგიებით და ა.შ. შესაბამისად, ის დაპირისპირება რაც არის, ერთის მხრივ, ხელოვნურად დადგმული სპექტაკლია, მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, შიდა კონკურენცია არსებობს, როგორც ამ ოთხ პარტიას შორის, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებს შორის," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.