გერმანიაში გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება. უნივერსიადაში, რომელიც 16-იდან 27 ივლისამდე გაგრძელდება, 150-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
ოლიმპიადის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ტურნირზე საქართველოს სახელით წყალბურთელთა ნაკრები, მოცურავეები და წყალში მხტომელები გამოდიან.
ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გახსნის საზეიმო ღონისძიებაში. წყალბურთელთა ნაკრები 18 ივლისს კორეას, 19-ში ჩინეთს და 21-ში იტალიას დაუპირისპირდება.
საუნივერსიტეტო თამაშებს გერმანიის 5 ქალაქი მასპინძლობს. მასში მთელი მსოფლიოდან 8 500 ათლეტი მონაწილეობს.