24 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
თავს იდებილებენ, ხალხი ჰგონიათ დებილი თუ რა?! ძალიან უხერხულია რასაც ლაპარაკობენ, დგანან და უტიფრად იტყუებიან - გიორგი ბარამიძე

ორი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებში მონაწილეობისა და რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკო-ში განცხადება 17 ივლისამდე უნდა შეიტანონ.

თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს "ლელომ" და გახარიას გუნდმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის მათი ერთობლივი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება.

ამ ორ პარტიას ისევ მწვავედ აკრიტიკებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

"ბრძოლას ღალატობენ ისინი. ორი ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე პარტია რომ იღებს მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში, როგორ მოიგებენ?! თავს იდებილებენ, ხალხი ჰგონიათ დებილი თუ რა?! ძალიან უხერხულია რასაც ლაპარაკობენ, დგანან და უტიფრად იტყუებიან", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები