რუსთავში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი - "ოქსიგენი" ანშლაგით დაიხურა. ისტორიულ ციხესთან მოწყობილ მთავარ საფესტივალო სცენაზე, მაყურებლის წინაშე, ჯგუფი "დესპანი" და ჯეობიტ პროდაქშენი, "ფრანი," "ოჩოს ქოხი", გაგოშიძის ქორეოგრაფიული შოუ და ჯგუფი "რეგიონი" წარდგნენ. დასწრება თავისუფალი იყო.
ფესტივალი შაბათს სკოლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა, სადაც 163-მა კურსდამთავრებულმა, მერიის ფულადი ჯილდო და სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღო.