
რუსთავში OXYGEN FEST წელს, ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები რუსთავის მერმა დააჯილდოვა. 162-მა მედალოსანმა, მერიისგან ფულად ჯილდოებიც მიიღო. ღონისძიებას განათლების მინისტრი ესწრებოდა.
დაჯილდოების შემდეგ, OXYGEN FEST -ის მუსიკალური ნაწილი დაიწყო, რომელიც ანსამბლმა "თუთარჩელამ" გახსნა.
OXYGEN FEST - 2025 რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. წლევანდელი ფესტივალი კი დღეს დაიხურება.