საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთშია. მაკა ბოჭორიშვილი გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
ფორუმი მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეძღვნება და მასზე საქართველოს პირველი დიპლომატი სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური დებატების ფარგლებში, ბოჭორიშვილი ისაუბრებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს რეგიონულ როლსა და ქვეყნის გამოცდილებაზე ეკონომიკური სტაბილურობის, ფინანსური მდგრადობის შენარჩუნების და ზრდის თვალსაზრისით.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებიც.