25 აგვისტო 2026,   06:56
ვრცლად
კომისიას საბოტაჟს უცხადებ ერთია, საზოგადოებას რატომ უცხადებ საბოტაჟს? ესე იგი შეკითხვაა ისეთი, რომელიც დამამთავრებელი წერტილი იქნება პოლიტიკური ფიგურისთვის - გია ვოლსკი

ხვალ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განიხილება 2012-25 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი. სხდომაზე მოწვეულნი არიან ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი.

ასევე, დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა. სხდომაში მონაწილეობაზე წერილობითი უარი თქვეს ნიკა გვარამიამ და მამუკა ხაზარაძემ. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია კი უცნობია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იმ პროცესების შეფასება, რაც დღეს ხდება, ისტორიისთვის და ხვალინდელი დღისთვის აუცილებელია.

"შეფასება იმ პროცესებისა, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ვითარდება აუცილებელია ისტორიისთვის და ხვალინდელი დღისთვის. ჟურნალისტი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, უნდა იცოდეს რა კითხვას დაემალა ხაზარაძე ან ნებისმიერი სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. რატომ ურჩევნია, რომ 7 თვე გაატაროს გისოსებს მიღმა, ვიდრე მოვიდეს და კომისიას პასუხები გასცეს. ნუთუ მხოლოდ ის არის, რომ კომისიას არ აღირებს ლეგიტიმურად, იქნებ ამაში კიდევ უფრო სერიოზული მიზეზი დევს. ჯერ ეს ერთი, თავად არ აღიარება სახელმწიფო სტრუქტურის, მით უმეტეს, არჩევნების შედეგების, როდესაც ყველა კომპეტენტურმა სტრუქტურამ აღიარა, ეს ნიშნავს საბოტაჟს. როდესაც ამ საბოტაჟს მიჰყვები, გეგმა გაქვს, მაგრამ ისმის შენს მიმართ შეკითხვები, განცხადება მაინც გააკეთე კონკრეტული ადამიანების ჩვენებების საპასუხოდ. კომისიას საბოტაჟს უცხადებ ერთია, საზოგადოებას რატომ უცხადებ საბოტაჟს? ესე იგი შეკითხვაა ისეთი, რომელიც დამამთავრებელი წერტილი იქნება ადამიანისათვის, როგორც პოლიტიკური ფიგურისათვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები