25 აგვისტო 2026,   06:56
ვრცლად
ოპოზიცია ბრიუსელში - ქვეყნის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ახალი დირექტივების მისაღებად ჩავიდა

ქვეყნის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ახალი დირექტივების მისაღებად ჩავიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპელი ბიუროკრატები, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან კოორდინაციით, საქართველოს დაზიანებას უკვე წლებია ცდილობენ.

ევროპელ ბიუროკრატებთან შეხვედრაზე, ბრიუსელში, სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. სალომე სამადაშვილი - "ძლიერი საქართველოდან", თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი - "ნაციონალური მოძრაობიდან" , გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებლიდან". ამტკიცებენ, რომ მათი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა.

ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ოპონენტებს წარსულში გაკეთებული განცხადებები დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს და საბოტაჟის მცდელობაშიც დაადანაშაულეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა ბრიუსელში იმყოფებიან და შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილის პლატფორმის სახელით მართავენ.

დღის ამბები