25 აგვისტო 2026,   03:12
ვრცლად
პრემიერის ვიზიტი უნგრეთში - ვიქტორ ორბანი საქართველოს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა მთავრობის ადმინისტრაციის სასახლეში მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა შენობაში გადაინაცვლეს, სადაც ვიქტორ ორბანსა და ირაკლი კობახიძეს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის მეთაურებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დელეგაციები, გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბნენ. ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, იუსტიცია, ჯანდაცვა, განათლება - ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველო უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის გამართვამდე დატვირთული იყო მინისტრთა კაბინეტის წევრების დღის გრაფიკი. კონკრეტული უწყების ხელმძღვანელებს შორის, ბევრი შეხვედრა გაიმართა. პენიტენციურ და პრობაციის და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს. შანდორ პინტერს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებზე, სწავლების პროცესში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა საქართველოს განათლების მინისტრიც. უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძესაც უმასპინძლა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს და მზაობა გამოხატეს განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ორივე მხარეს გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

ორმხრივი შეხვედრების დროს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმებიც. საქართველოს სპორტისა და უნგრეთის თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სპორტის სფეროში სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებით თანამშრომლობას; სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისა და სპორტული სფეროს სპეციალისტებისთვის ერთობლივი საწვრთნელი ბანაკების, სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაოების ორგანიზებას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, პრაქტიკული თანამშრომლობის ხელშეწყობა, აგრარული სექტორის განვითარება - ამ სფეროში თანამშრომლობა კი უნგრეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის დადებული მემორანდუმი გულისხმობს.

რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას. შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვეყანაში არსებული ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს საინტეგრაციო პოლიტიკის ძირითადი შეხვედრები განიხილეს ბუდაპეშტში გამართულ მორიგ შეხვედრაში, სადაც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უნგრეთის ვიცე პრემიერს სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგია გააცნო. კულტურის მინისტრმა კი უნგრელ კოლეგასთან 2026 წელს საქართველო უნგრეთის კულტურის რეების ჩატარება, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები და საფესტივალო ფორმატში თანამშრომლობა განიხილა. შეხვედრებისას მხარეები რეგიონულ პოლიტიკას, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას და საჯარო მმართველობასაც შეეხნენ. სხვა კოლეგა მინისტრების მსგავსად, სექტორული შეხვედრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც გამართეს.

ბუდაპეშტმა საქართველო უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომას უმასპინძლა.

დღის ამბები