"გვაქვს სერიოზული განცდა, ეს არის ის ზღაპარი, რასაც, სამწუხაროდ, იგონებენ ხშირ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლის ველზე არიან გამოსულები" - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიეკრმა, გიორგი ვოლსკიმ კოტე იოსელიანზე საუბრისას განაცხადა.
"კოტიკო იოსელიანი ჩვენ გვახსოვს იმ განცხადებიდან, როდესაც თქვა, რომ ჩადება, ზოგადად, იარაღის ან ნარკოტიკის ძველი ამბავია. იესო ქრისტესაც თურმე 30 ვერცხლი ჩაუდეს, ამიტომ დაატყვევეს და ჯვარზე გააკრეს. ამის მერე იგი დაიკარგა საინფორმაციო ველიდან და დღეს გამოჩნდა ამ მოთხრობით, რომელსაც, რასაკვირველია, გამოძიება სჭირდება, მაგრამ საფუძველშივე გვაქვს სერიოზული განცდა, ეს არის ის ზღაპარი, რასაც, სამწუხაროდ, იგონებენ ხშირ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ბრძოლის ველზე არიან გამოსულები," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მეუღლე, კოტე იოსელიანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე ეხება თინა ბოკუჩავას განცხადებას. პოლიტიკოსმა თქვა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს, სახლთან ჩაუსაფრდნენ, გაიტაცეს და იძულებით ჩააწერინეს ვიდეო-მიმართვა, სადაც კოტე იოსელიანი ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.