24 აგვისტო 2026,   20:47
ვრცლად
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "თბილისი რიტმი" ფარგლებში, 15 ივნისს ქართველი მაყურებლის წინაშე ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა წარდგება

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმი"-ს ფარგლებში, 15 ივნისს, ქართველი მაყურებლის წინაშე მსოფლიო ვარსკვლავი, ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი, ნატალია ოსიპოვა წარდგება.

დღეს ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ღონისძიების პროგრამა წარუდგინა.

სპექტაკლის სახელწოდებით - "ნატალია ოსიპოვა - ბუნების ძალა" პრემიერა გრიბოედოვის თეატრში გაიმართება და სოლისტთან ერთად სცენაზე მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვანი მოცეკვავეები გამოვლენ.

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

დღის ამბები