25 აგვისტო 2026,   10:33
ვრცლად
"ჩამოყალიბდნენ იდეალურ მონებად, რომლებიც ერთ დაძახილზე მზად არიან, დადგნენ ცალ ფეხზე, დაასმინონ საკუთარი სამშობლო" - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"ერთ დაძახილზე მზად არიან, დადგნენ ცალ ფეხზე," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია - ეს არის ჯგუფი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ისინი გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებენ.

"[ოპოზიცია] ეს არის ჯგუფი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ისინი გარედან დასახული ნაბიჯებით მოქმედებენ. პირველი საკითხი, რასაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ არის ის, რომ არ ვუჯერებთ რასა იუკნევიჩიანეს და სხვებს. ჩამოყალიბდნენ იდეალურ მონებად, რომლებიც ერთ დაძახილზე მზად არიან, დადგნენ ცალ ფეხზე, დაასმინონ საკუთარი სამშობლო.

უცხოს მონები, რადიკალური ოპოზიცია ვერ მოხვდება ხელისუფლებაში. ვინ რა ტაქტიკურად ალაგებს და როგორ ეუბნებიან გარედან, რომ ზოგმა კარგი და ცუდი პოლიციელის როლი შეასრულოს, ზოგი კონსტრუქციულად ჩანდეს და ზოგი დესტრუქციულად, ეს ოპერა და კინო ნანახი გვაქვს. წიწილები დაითვლება ოქტომბერში, როდესაც იქნება არჩევნები," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები