"გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიღებული არ გვაქვს," - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები და საჭიროა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება.
"მიმდინარეობს კონსულტაციები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ყველა ასპექტი, მათ შორის, საერთაშორისო გამოხმაურებაც. ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა დისკუსიის გახსნა, მსჯელობა, საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. ამიტომ აუცილებელია, მათ შორის, ჩვენმა კოლეგებმა შეარჩიონ სიტყვათა წყობა ეპითეტებთან დაკავშირებით," - განაცხადა ლანა გალდავამ.