25 აგვისტო 2026,   05:22
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი დანიგანის გადადგომაზე: შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ უნდა დაინიშნოს ის კაცი, რომელიც ახალ ხაზს გაატარებს საქართველოსთან ურთიერთობაში

აშშ-ის ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებას გადადგომის შესახებ მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ელჩის გადადგომის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა.

"მე, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, დიპლომატიური პასუხი უნდა გავცე. პირველ რიგში, ჩემს კოლეგას მეც ვუსურვებ სასიამოვნო პენსიას და მომავალში მისი გეგმების განხორციელებას, მაგრამ ერთი რამე უნდა აღვნიშნო: ელჩის მთავარი მოვალეობა არის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცება. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს მან იცის, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. შეიძლება, ახალმა ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ უნდა დაინიშნოს ის კაცი, რომელიც ახალ ხაზს გაატარებს საქართველოსთან ურთიერთობაში," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები