25 აგვისტო 2026,   03:13
ვრცლად
ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი ამოქმედებულია - რას მოიცავს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელმაც საქართველო უცხო ქვეყნის გავლენებისგან უნდა დაიცვას

ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი - კანონი, რომელსაც წინ გაცილებით ლოიალური "გამჭვირვალობის" კანონი და მისი ხმაურიანი განხილვები უძღოდა, უკვე ძალაშია. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ამოქმედებულია. დღეიდან, სხვა ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების მქონე არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს ფინანსების დეკლარირების ვალდებულება უჩნდებათ.

ოპოზიციისთვის ამერიკული FARA-ც რუსული კანონია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკული კონტექსტი ქართული რეალობისგან განსხვავდება. მაშინ, რატომ შეუწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ დაფინანსება USAID-ს, თუ არა გამჭვირვალობის პრობლემა, ოპოზიციის ნაწილს ამაზე პასუხის გაცემა უჭირს და საკითხს მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

კანონი ამოქმედდა და ისევ ამოქმედდა საერთაშორისო კრიტიკაც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, კაია კალასი და მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ FARA-ს ანალოგიური კანონი დემოკრატიისთვის საფრთხეა, ხელისუფლება კი კანონის მიღებას ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებით ხსნის. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაფინანსება ვერ გამართლდება.

რატომ დადგა დღის წესრიგში კანონის მიღების აუცილებლობა - ამაზე დღეს მედიასთან პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც პარლამენტს 6 თვეში ერთხელ სპეციალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები